თურქეთის პროვინცია მუღლას სანაპიროებთან 17 სირიელი მიგრანტი დაიღუპა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, აღნიშნულის შესახებ პროვინციის გუბერნატორმა სახელმწიფო სააგენტო "ანადოლუს" განუცხადა.
ოფიციალური ინფორმაციით, სირიელები გუმუშლუკის პორტიდან საბერძნეთის კუნძულ ლეროსზე აპირებდნენ ჩასვლას, რის დროსაც ნავი ამობრუნდა. თურქმა მაშველებმა 20 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
გაეროს შეფასებით, ყოველდღიურად ევროპაში 8 000-მდე მიგრანტი ჩადის. მათი უმრავლესობა სირიისა და ერაყის მოქალაქეა.