ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ხვალ შეხვდებიან

როგორც თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, ობამამ შეიცვალა პოზიცია და ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა რუსული მხარის არაერთგზის მოთხოვნის შედეგად გადაწყდა.

ჯოშ ერნესტის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტმა ვლადიმერი პუტინის იზოლაციაში მოქცევის პოზიცია შეცვალა, რადგან რუსული მხარე დაჟინებით მოითხოვდა რუსეთ-ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა შემდგარიყო.

„პრეზიდენტმა დანამდვილებით გადაწყვიტა, რომ დღევანდელ დღეს, პუტინთან პირისპირ შეხვედრა დადებითად იმოქმედებს აშშ-ს ინტერესების გატარებაზე. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში რუსული მხარის მოთხოვნას, შემდგარიყო პრეზიდენტების შეხვედრა, მე უფრო სასოწარკვეთილს დავარქმევდი“, - აღნიშნა პრეს-მდივანმა.

როგორც ერნესტმა განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში ბარაკ ობამა არ აპირებს დემონსტრაცია გაუკეთოს საკუთარ „ღია მტრობას“, რადგან ძველებურად მიიჩნევს რუსეთს მის „რეგიონალურ დერჟავად“, რომელსაც ოდნავ ნაკლები ეკონომიკა აქვს, ვიდრე ესპანეთს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება, თუმცა განსახვებულ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი, რომლის თქმით, ვლადიემერ პუტინი ბარაკ ობამასთან სირიის საკითხზე აპირებს საუბარს.

შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი თითქმის ერთი წელია ერთმანეთს არ შეხვედრიან.