ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლა ტაშით სამჯერ შეაწყვეტინეს

ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლა ტაშით სამჯერ შეაწყვეტინეს

გაერო-ში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე გლობალური ლიდერების შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლა, ტაშით სამჯერ შეაწყვეტინეს.

როგორც მთავრობის მეთაურმა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე გლობალური ლიდერების შეხვედრაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე, კონკრეტულ ვალდებულებებს აიღებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა წამოიწყებს საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე, ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებთან, გაეროსა და სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ ადრეული ქორწინების საკითხზე. ამ მიზნით, ჩემს აპარატში შეიქმნება სპეციალური სექტორთაშორისო ჯგუფი. და ბოლოს, ჩვენ წამოვიწყებთ საინფორმაციო კამპანიებს ისეთ კონკრეტულ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიცაა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა, ასევე ადრეულ ასაკში ქორწინებათა პრევენცია. ბატონებო და ქალბატონებო, არის კიდევ ერთი ვალდებულება: საქართველო მომავალშიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს და შეასრულებს თავის ვალდებულებებს ქალთა უფლებებთან დაკავშირებით, მაგალითად, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციისა და პეკინის სამოქმედო პლატფორმის ფარგლებში. ჩვენ ვიღვწით ისეთი მომავლისთვის, რომელშიც თანასწორობა და კეთილდღეობა კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება. გმადლობთ ყურადღებისთვის“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.