საქართველს პრემიერ-მინისტრი გაერო-ში, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე გლობალური ლიდერების შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სტრატეგიული ბაზის კიდევ უფრო გაუმჯობესება.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმების განახლებას.
„9-10 ნოემბერს ჩვენ ვუმასპინძლებთ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას ევროპის სამეზობლოში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე. დღეს კი მინდა ავიღო კონკრეტული ვალდებულებები: პირველ რიგში, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმების განახლებას, გადახალისებასა და მათი შემდგომი ფაზების შემუშავებას. გარდა ამისა, ჩვენ მოვამზადებთ გენდერული თანასწორობის ეროვნულ სტრატეგიას, რომელშიც ასახული იქნება ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი მთავრობის უფრო გრძელვადიანი, სტრატეგიული ხედვა. მეორე, ჩვენ გავაფართოებთ გენდერის ინსტიტუციურ მექანიზმებს, რისთვისაც ჩემი ხელმძღვანელობით შეიქმნება და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი იქნება გენდერულ საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი (სამინისტრროების დონეზე) კომისია. მესამე, ჩვენ მომავალშიც განვაახლებთ ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას და განვახროციელებთ მის რეფორმირებას. დაგეგმილია საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმებული ქალების უფლებათა დაცვა. ჩვენ განვიხილავთ კანონს გენდერული თანასწორობის შესახებ, რათა დავუახლოვოთ გენდერული უთანასწორობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმები ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც ახალახან მივიღეთ. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელებთ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებას და ცხოვრებაში გავატარებთ მას“,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.