თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, გაერო-ში მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა, დადებითად შეაფასა.
როგორც თინა ხიდაშელმა აღნიშნა, ეს გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
"გაეროს სამიტზე ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო. პრაქტიკულად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მიერ, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, საგზაო რუკაც კი იყო",- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრმა იმ ადმიანებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს აღნიშული გამოსვლისთვის აკრიტიკებენ, მოუწოდა, რომ სანამ ვრცელი გამოსვლები ექნებათ, ინფორმაცია გადაამოწმონ.
"მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ გადავამოწმოთ ხოლმე, სანამ გრძელი და მრავლისმეტყველი გამოსვლები გვექნება, ვინაიდან ეს არ იყო ის გამოსვლა, რომელზეც ღარიბაშვილს აკრიტიკებდნენ. გაეროს ტრიბუნიდან იქნება სხვა, დიდი გამოსვლა",- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით წარსდგა.