ოდესის ცენტრში, უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობასთან გამთენიისას აფეთქება მოხდა. აფეთქების შესახებ ინფორმაცია პოლიციაში ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე შევიდა. ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი გავიდა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა უშიშროების სამსახურის შენობა და ახლო რადიუსში მდებარე შენობების შუშები.
წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა 8-10 კილოგრამი ტროტილისგან შედგებოდა. ეს ბოლო პერიოდში ოდესაში მომხდარი ყველაზე დიდი აფეთქება იყო.