გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ყვავილებით შეამკეს.
აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.
"მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. მე ვფიქრობ, რომ ახალი თაობების გაზრდის შემდეგ უნდა შევძლოთ ჩატეხილი ხიდის აშენება, რომელიც წლებია ჩატეხილია", - განაცხადა კახა კალაძემ. InterPressNews.Ge
გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად. ნოდარ ხადურმა გმირთა მემორიალი კომენტარის გარეშე დატოვა.