პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის ფარგლებში, ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაური კონგრესმენ ელიოტ ენგელის შეხვდა. შეხვედრაზე კონგრესმენმა საქართველოს მთავრობის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
დემოკრატი კონგრესმენი ელიოტ ენგელი ენერგიის და ვაჭრობის კომიტეტის წევრი, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წარმომადგენელია.