საქართველოს ელექტროენერგიის სექტორში, ბოლო პერიოდში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გაეროს 2015 წლის შემდგომი მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, განხორციელებული ცვლილებების მიზანია ღია, ლიბერალური და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ენერგეტიკის სექტორის შექნა, რომელიც ბაზარზე შესაძლებელ რყევებს გაუძლებს.
"ჩვენი ინტენსიური რეფორმების შედეგად, 2007 წლიდან საქართველოს ენერგეტიკის სექტორიდან განხორციელებული ექსპორტი შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ენერგორესურსების ოდენობას აღემატება. თავისი უნიკალური მდებარეობის წყალობით, საქართველოში, ენერგორესურსების ტრანზიტის თვალსაზრისით, დიდი შესაძლებლობები არსებობს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გზას უხსნის საქართველოს ენერგეტიკული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრობისა და ამ მოლაპარაკებების 2016 წლის სექტემბრისთვის დასრულებისკენ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.