დავით საგანელიძეს ზვიად კვაჭანტირაძე შეცვლის

დავით საგანელიძეს ზვიად კვაჭანტირაძე შეცვლის

ინფორმაცია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ "პირWელს" დაუდასტურა. მისი თქმით, შეთავაზება თავად პრემიერ-მინისტრისგან მიიღო.

კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ მის კანდიდატურას პრემიერის ნიუ-იორკიდან დაბრუნების შემდეგ პოლიტსაბჭო უყრის კენჭს.

"გუშინწინ საბოლოოდ შევთანხმდით, რომ პრემიერი კოალიციის პოლიტსაბჭოს წარუდგენს ჩემს კანდიდატურას. იმედი მაქვს, რომ სრულ მხარდაჭერას მოვიპოვებ. პოლიტსაბჭო პრემიერის ამერიკიდან დაბრუნების დროს შეიკრიბება",- აცხადებს კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა.