საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ

საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ

27 სექტემბერს, 09:00 საათზე, პარტია „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.

პარტიის წევრები საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

შეგახსენებთ, რომ წელს, სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავა.