დედოლარიზაცია არ არის ექსკლუზიურად მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ეს გლობალური მოვლენაა

დედოლარიზაცია არ არის ექსკლუზიურად მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელი, ეს გლობალური მოვლენაა

დედოლარიზაცია არ არის ექსკლუზიურად მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელი. ეს არის გლობალური მოვლენა, - ამის შესახებ სასტუმრო "რედისონში" "ბანკების მმართველთა კლუბის" კონფერენციაზე თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორმა ლეონარდო ლიდერმანმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.

"ეს გლობალური მოვლენაა. ითვალისწინებს სხვადასხვა ფაქტორებს, მათ შორის დოლარის აფასებას, ნავთობის მკვეთრად გაიაფებას და საპროცენტო განაკვეთების კლებას აშშ-ს იურისდიქციაში. ეს ყველაფერი სხვა ქვეყნებზეც აისახება. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. ეს დამახასიათებელია ყველა მაღალი დოლარიზაციის მქონე ქვეყნებში", - განაცხადა ლეონარდო ლიდერმანმა.

მისი თქმით, საქართველოში გატარებული პოლიტიკა ერთადერთი სწორი პოლიტიკაა, რასაც ბევრი ქვეყანა ატარებს.

"ეს არის სწორი გამოსავალი. მსგავსი მიდგომები გამოიყენება ბევრ სხვა ქვეყნებში. ამით ცდილობენ ეკონომიკის გაჯანსაღებას. ხორვატიაში 2004-2005 წლებში მთლიანი სასესხო პორტფელი იყო 90% დოლარში, ახლა ხორვატიაში 50-55%-ია დოლარში. დედოლარიზაციის პროცესი საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნება. ეს ნელ-ნელა სავალუტო შოკების შერბილებაზე მუშაობს", - განაცხადა ლეონარდო ლიდერმანმა, რომელიც ბანკების მმართველთა კლუბის მიმდინარე კონფერენციას ესწრება.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს კლუბის წევრი 23 ქვეყნის მმართველი. კონფერენციის თემაა ეროვნული ვალუტების გაუფასურება და გამოცდილების გაზიარება. ასევე კონფერენციის მონაწილეები საუკეთესო გამოსავალზე მსჯელობენ.