მთიან ყარაბაღში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი და 1 აზერბაინელი სამხედრო დაიღუპნენ.

როგორც სომხური სააგენტო "ნიუს.ამი" იტყობინება, შემთხვევა გუშინ, ადგილობრივი დროით 17:30-ზე მოხდა, რა დროსაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური პოზიციები დაბომბა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. 
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდ.აზი", ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, 25 სექტემბერს, გამყოფ ხაზთან სომეხმა სამხედროებმა აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნას, რის შედეგაც დაიღუპა 1 სამხედრო, კიდევ 3 დაშავდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საპასუხო ქმედებების შედეგად 4 სომეხი სამხედრო დაიღუპა, ხოლო 16 დაშავდა, აქედან 10 მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
მანამდე, სომხური მედია იტყობინებოდა, რომ შეიარაღებული თავდასხმა 24 სექტემბერსაც მოხდა. სომხეთის თავუშის ოლქის სასაზღვრო სოფლების დაბომბვის შედეგად 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა. აზერბაიჯანულმა მხარემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო და პასუხისმგებლობა ვითარების ესკალაციისთვის სომხეთს დააკისრა.