ანაკლიაში პატრულის ასმეთაურის, გიორგი სოსელიას ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჭრილობა თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილთან ახლოს აღმოჩენილია სოსელიას კუთვნილი ავტომობილიც. შსს-ს ინფორმაციით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.