შემძრა სიმამაცემ, რომელიც გამოავლინა რიგითმა ყულჯანიშვილმა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა, სადაც ის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ჩამოსვენებას ესწრება.
ამერიკელმა დიპლომატმა მომხდარის გამო მიუსამძიმრა, როგორც სრულიად საქართველოს, ისე დაღუპულის ოჯახს.
"ძალიან სამწუხარო დღეა პირადად ჩემთვის და ამერიკელი ხალხისთვის. მწუხარება მინდა გამოვხატო როგორც ოჯახის, ასევე მთელი საქართველოსადმი. შემძრა სიმამაცემ, რომელიც გამოავლინა რიგითმა ყულჯანიშვილმა. ვუსამძიმრებ თქვენს ქვეყანას და განსაკუთრებით რიგითის ოჯახს", - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
ვასილ ყულჯანიშვილი ავღანეთიდან საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.