უკრაინამ ყაზახეთს, ყირიმის რუსეთის სუბიექტად მოხსენიების გამო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

უკრაინამ ყაზახეთს, ყირიმის რუსეთის სუბიექტად მოხსენიების გამო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

უკრაინის ხელისუფლებამ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა იმასთან დაკავშირებით, რომ გაუქმდეს სახელმძღვანელოები, სადაც ყირიმი რუსეთის ფედერაციის სუბიექტად არის მოხსენებული.

სასკოლო სახელმძღვანელოები გამომცემლობა „მეკპეტმა“ დაბეჭდა. მათ მიერ გამოცემულ ზოგიერთ სახელმძღვანელოში, 2014 წლის რეფერენდუმის შემდეგ, ყირიმი, როგორც რუსეთის ერთ-ერთ სუბიექტად არის აღიარებული.

„იმის გამო, რომ სასკოლო სახელმძღვანელოებში, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციის სუბიექტად არის მოხსენებული, უკრაინის საელჩომ საპროტესტო ნოტა გაუგზავნა ყაზახეთის საგარეო უწყებას“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კიევში თვლიან, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება არ გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების და ყაზახეთის ხელისუფლების პოზიციას.

უკრაინის საგარეო უწყების მიერ გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, რათა მოხდეს აღნიშნული სახლემძღვანელოების სკოლიდან ამოღება.