"ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ძალიან სერიოზულ გარდატეხას შევიტან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში"

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ზედა პალატის მოწვევით სანკტ-პეტერბურგში იმყოფება.

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ბურჯანაძემ მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ფორუმში, სადაც სიტყვით გამოვიდა. მან ასევე შეხვედრები გამართა რუსეთის ფედერაციის უმაღლეს პირებთან. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მხრიდან არის რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის ნორმალიზების მზაობა.

„გაჯიუტებით, დიალოგის შეწყვეტით პრობლემები არ გვარდება. ჩვენ უნდა ვეძებოთ ახალი გზები იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს და მე ყველაფერს გავაკეთებ ამისათვის. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ძალიან სერიოზულ გარდატეხას შევიტან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და აუცილებლად დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისათის ყველაზე მტკივნეულია“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.