თურქეთში მომხდარ ავტოავარიას 13 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარ ავტოავარიას 13 ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც ემსხვერპლა

მინივენისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, ავტომობილებში მყოფი 14 მგზავრიდან 11 ადგილზე დაიღუპა, 2 კი საავადმყოფოში. გარდაცვლილთა შორის 4 მცირეწლოვანი ბავშვია.

ავტოავარია თურქეთის სამხრეთით, ნიგდეს პროვინციაში მოხდა. ავარიის მიზეზი სავარაუდოდ ერთ-ერთი მძღოლის დაუდევრობა გახდა, რომელმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მოძრაობის საპირისპირო ზოლზე გადავიდა.

ავარიას ერთადერთი მგზავრი გადაურჩა, რომელიც საშუალო სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.