პენტაგონი და აშშ-ის მოკავშირე ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტის გამო, რომ თეთრი სახლი ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ გამოცემა "Wall Street Journal", ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის თანახმად, აშშ-ის არმიის გენერალმა ჯონ კემბერლმა პენტაგონსა და ნატო-ს, პოტენციური რისკების შესახებ 5 რეკომენდაცია გადაუგზავნა.
ამერიკელი მაღალჩინოსნები შიშობენ, რომ ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის შემცირება "თალიბანსა" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს გააძლიერებს.