„საინტერესოა, რა კონფიგურაციით იქნება ბიუჯეტი წარმოდგენილია“

„საინტერესოა, რა კონფიგურაციით იქნება ბიუჯეტი წარმოდგენილია“

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, ბიუჯეტთან დაკავშირებით, პარამეტრები მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მიერ უკვე გაჟღერდა.

მისი თქმით, ახლა საინტერესოა, რა კონფიგურაციით იქნება წარმოდგენილი.

„ბიუჯეტი თვის ბოლოს უკვე შემოვა. პარამეტრები უკვე გაჟღერდა მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მიერ. მაკროეკონომიკური პარამეტრების 3%-იანი ზრდა და ინფლაციის წელიწადნახევრის მაჩვენებელი. ახლა, ბუნებრივია, საინტერესოა, რა კონფიგურაციით იქნება ბიუჯეტი წარმოდგენილი“, - განაცხადა ებანოიძემ.