საუდის არაბეთის მეფე მუსლიმური პილიგრიმობის წესებს შეცვლის

საუდის არაბეთის მეფე მუსლიმური პილიგრიმობის წესებს შეცვლის

საუდის არაბეთის მეფე მუსლიმური პილიგრიმობის - ჰაჯის წესებს შეცვლის. როგორც ბიბისი იტყობინება, მეფე სალმანმა აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ მიიღო.

ბოლო მონაცემებით, ქალაქ მექადან 5 კილომეტრში მდებარე მინას ხეობაში მომხდარი ჭყლეტის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 900-მდე დაშავდა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მეფის განკარგულებით, ტრაგიკული ინციდენტის გამოსაძიებლად სპეციალური კომისია შეიქმნება.