საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან დღეს ჩამოსვენებენ და ოჯახის გაადწყვეტილებით რუსთავში, სამშაბათს დაკრძალავენ.
"დაგვიდასტურა ავღანეთმა, სარდლობამ, ხვალ მოხდება ჩამოსვენება თბილისში, სპეციალური ამერიკული თვითმფრინავით ჩამოასვენებენ. ოჯახის გადაწყვეტილებით, სამშაბათს იქნება დაკრძალვა. საბედნიეროდ მოვახერხეთ, რომ პროცედურა შეგვემოკლებინა და მინიმალურ ვადებში დასრულდა ექსპერტიზა, რაც სავალდებულოა ასეთ შემთხვევებში",-აღნიშნა გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილი ქართველი სერჟანტი კი, უკვე გერმანიაშია სამკურნალოდ გადაყვანილი. "მე თვითონ მას კვირას მოვინახულებ კლინიკაში. დარწმუნებული ვარ, იქ არანაირი პრობლემები არ იქნება. ექიმები ამბობენ, რომ სწრაფად გამოვა მდგომარეობიდან. როგორც ერთის, ისე მეორის შემთხვევაში მთლიანად ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო იღებს. დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე, ეს ამერიკული კლინიკაა გერმანიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები დაჭრის შემთხვევაში გადაჰყავთ," - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელი რუსთავში, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახში გუშინ, პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა.