როგორც "პირWელს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ოკუპანტებმა ორი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს.
შემთხვევა ქარელის რაიონში სოფელ დვანში მოხდა, სადაც გატაცებულები, სავარაუდოდ, სათევზაოდ იმყოფებოდნენ. მათი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, ოჯახის წევრებს ჯერ-ჯერობით არავინ დაკავშირებია. გატაცებულები, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს.