რომის პაპი ფრანცისკი იარაღის ექსპორტსა და სიკვდილით დასჯას გმობს, რომელიც ამერიკის 50-დან 31 შტატში მოქმედებს. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადებები პონტიფიკოსმა ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ამერიკის კონგრესის ორივე პალატის წინაშე გამოსვლისას რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მეთაური გამოვიდა მოწოდებით, ძმურად და სამართლიანად მოექცნენ დევნილებს.
მისივე თქმით, მეორე მსოფლიო ომის დროიდან მოყოლებული დღემდე ყველაზე დიდი კრიზისი, რაც დევნილთა უდიდესმა ნაკადმა გამოიწვია, უდიდეს ამოცანად იქცა, რომლის გადაჭრაც უწევს მსოფლიო საზოგადოებას.
ფრანცისკი რომის პირველი პაპია, რომელიც ამერიკის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოვიდა.