დსთ-ს ქვეყნებში ტერორისტული ხასიათის დანაშაულის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც "ტასი" იტყობინება, ამის შესახებ დსთ-ს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიციის გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი ნოვიკოვმა განაცხადა.
მისი მონაცემებით, შარშან დსთ-ს სახელმწიფოებში ტერორისტული ხასიათის 1 515 დანაშაული დაფიქსირდა, რაც 2013 წელთან შედარებით ორჯერ უფრო მეტია.
გაიზარდა ექსტრემისტული ხასიათის დანაშაულის რაოდენობაც. 2013 წელს მსგავსი ტიპის დანაშაულის რაოდენობამ 1 197 შეადგინა, შარშან კი - 1 474.
ამასთანავე, რუსეთში 2013 წელს ექსტრემისტული ხასიათის 896 დანაშაული დარეგისტრირდა, 2014-ში კი - 1 034.
"რუსეთის და მის პარტნიორ, დსთ-ს სახელმწიფოების წინააღმდეგ ღია საინფორმაციო ომი მიმდინარეობს", -განაცხადა ნოვიკოვმა და იქვე დასძინა, რომ მოქალაქეების რადიკალიზება გარე ძალების ქმედებების შედეგია.