პრეზიდენტის რეზიდენციასთან მომხდარი დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს

პრეზიდენტის რეზიდენციასთან მომხდარი დაპირისპირებისას ერთი პირი დააკავეს

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციასთან "ერეკლე მეორის საზოგადოების" მიერ ორგანიზიებულ აქციაზე "თავისუფალი ზონის" ერთი წევრი დააკავეს.

"თავისუფალი ზონის" წევრმა პროტესტი გამოხატა იმ ლოზიუნგებისა და გამოსვლების მიმართ, რომელსაც "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები აქციაზე აფიქსირებენ. "თავისუფალი ზონის" წევრსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა პოლიციამ სიტუაცია მალევე განმუხტა და "თავისუფალი ზონის" წევრი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

ავლაბრის რეზიდენციასთან შეკრებილი "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების და დიპლომატიური კავშირების აღდგენის, ასევე საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით საპროტესატო აქციას მართავენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის არჩილ ჭყოიძის განცხადებით, საჭიროა საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დაიწყოს.

"ევროპამ და ამერიკამ ქვეყანას მხოლოდ პამპერსები მოუტანა, ამიტომ საჭიროა, პრეზიდენტმა ჩვენი მოთხოვნა გაივალისწინოს", - განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.

აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ ბანერები, სადაც გამოსახულია რუსეთის ფედერაციის დროშები.