ზოგიერთი წყაროს ცნობით, რუსეთმა გუდაუთის მე-7 ბაზიდან დიდი ოდენობით შეიარაღება როსტოვის ოლქში გადაისროლა

ზოგიერთი წყაროს ცნობით, რუსეთმა გუდაუთის მე-7 ბაზიდან დიდი ოდენობით შეიარაღება როსტოვის ოლქში გადაისროლა

რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე გუდაუთის მე-7 ბაზიდან დიდი ოდენობით შეიარაღება როსტოვის ოლქში გადაისროლა. ამის შესახებ მოხალისეთა საერთაშორისო ჯგუფი InformNapalm.org-ი იტყობინება. აღნიშნული ჯგუფი ყოფილ უკრაინელ სამხედროებს, ჟურნალისტებს, ანალიტიკოსებსა და აქტივისტებს აერთიანებს.

პროექტის მთავარი მიზანი "რუსეთის აგრესიის" შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა.

InformNapalm.org-ის ცნობით, სამხედრო ეშელონები პირველად 12 სექტემბერს შენიშნეს, ხოლო ბოლო ეშელონები 19 სექტემბერს სოჭში დაფიქსირდა.

InformNapalm.org-ი საკუთარ ვებგვერდზე იუთუბის სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეორგოლსაც აქვეყნებს. ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნულ ვიდეოში დაფიქსირებულია რუსული შეიარაღების გაყვანა გუდაუთის მე-7 ბაზიდან როსტოვის ოლქში. ვიდეორგოლი სოციალურ ქსელში 22 სექტემბერს გავრცელდა.