კონსტიტუციაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

კონსტიტუციაში ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

დღეს პარლამენტში კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 16:00 საათზე არის დანიშნული.

უმრავლესობის 80 დეპუტატის ხელმოწერით მომზადებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც 150 საპარლამენტო მანდატის პროპორციული წესით, მრავალმანდატიანი ოლქების მიხედვით გადანაწილებას ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ამოქმედება 2016 წლის არჩევნების შემდეგ არის დაგეგმილი.

უმრავლესობაში მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, მას ასევე არ იზიარებს უმრავლესობაში შემავალი მაჟორიტარების ნაწილი.