თუ ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს საქართველოს ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება

თუ ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს საქართველოს ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება

"რობინ ჰუდის ინდექსში" საქართველო მე-11 პოზიციაზეა. "ბლუმბერგის" მიერ გამოქვეყნებული აღნიშნული ინდექსის თანახმად, საქართველოს ერთადერთი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ თანხის ღარიბ მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება.

ამასთან, "რობინ ჰუდის ინდექსის" თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში 3 699 დოლარია.

"თუ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი თავის ქონებას თანაბრად გადაუნაწილებს ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება", - წერს bpn-ი "ბლუმბერგის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.