თელავში 36 წლის მამაკაცი მოკლეს. როგორც "ინტერპრენისუსის" კორესპონტენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, ყოფილ პოლიციელს საკუთარ სახლთან ესროლეს. თვითმხილველების თქმით, ბექა აბულაძეს ავტომატიდან ესროლეს. ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის, ოთარ აბულაძის თქმით, მკვლელობა შესაძლოა გარდაცვლილის პოლიციაში მუშაობის პერიოდს უკავშირდებოდეს და შურისძიების ნიადაგზე იყოს ჩადენილი.
ბახტრიონის ქუჩაზე, სადაც მკვლელობა მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამ დროისთვის თელავის ყველა გასასვლელი კონტროლდება, საპატრულო პოლიცია დამნაშავის დასაკავებლად რეიდს ახორციელებს.