დონალტ ტუსკი - ახლა წყდება შენგენის მომავალი

დონალტ ტუსკი - ახლა წყდება შენგენის მომავალი

ევროკავშირმა კრიტიკულ წერტილს მიაღწია მასშტაბური სამიგრაციო კრიზისის გადაწყვეტისას. ამის შესახებ ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
"მრავალი დღეა ვცდილობ სამიგრაციო კრიზისთან დაკავშირებით დისკუსიის მოდელირებას. ჩვენ მივაღწიეთ კრიტიკულ წერტილს, როდესაც უკვე უნდა დასრულდეს ეს ურთიერთბრალდებები და გაუგებრობა", - აღნიშნა ტუსკმა. მისი თქმით, ევროკავშირი უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ სირიასა და ერაყში კონფლიქტები სწრაფად არ დასრულდება, ამიტომაც შეიძლება იმაზე საუბარი, რომ მილიონობით პოტენციური დევნილი შეეცდება ევროპამდე მიღწევას.
"ყველაზე არსებითი საკითხია შიდა საზღვრებზე კონტროლის აღდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი არ აქვს საუბარს საერთო ევროპულ სამიგრაციო პოლიტიკაზეც კი. ახლა წყდება შენგენის შეთანხმების მომავალი", - განაცხადა ტუსკმა.
ის აპირებს სამიტის მსვლელობისას ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს შესთავაზოს მხარი დაუჭირონ მოკლევადიან გადაწყვეტილებას "ფრონტისპირა" ქვეყნებს დახმარება გაეზარდოთ. "დღეს ჩვენ უნდა მოვამზადოთ მკაფიო გეგმა, რომელიც ქაოსს შეცვლის, რაც ჩვენ ბოლო კვირეებში ვნახეთ", - აღნიშნა ტუსკმა.
გუშინ ევროკავშირის ქვეყნების შს მინისტრების სამიტზე მიაღწიეს შეთანხმებას 120 ათასი მიგრანტის ევროკავშირის ქვეყნებში გადანაწილების შესახებ.