საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ეროვნული უშიშროების საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია ქვეყნის პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.
ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ეროვნული უშიშროების საბჭო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც იკრიბება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. ამ საკითხების განხილვისთვის, ეს არის ყველაზე მაღალი ფორმატი, სადაც მონაწილეობას იღებს პრეზიდენტი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. სულ ახლახანს ხაზი გავუსვით ამ ფორმატის უაღრეს პოლიტიკურ მნიშვნელობას და გავაფართოვეთ ეროვნული უშიშროების საბჭო. შესაბამისად ამაზე უფრო მაღალი პოლიტიკური ფორმატი, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, არ არსებობს",- განაცხადა პრეზიდენტმა.