პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილს ედიშერ თოლორაია, ვლადიმერ აჩბა ან პაატა ხიზანიშვილი დაიკავებს

პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილს ედიშერ თოლორაია, ვლადიმერ აჩბა ან პაატა ხიზანიშვილი დაიკავებს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, დავით საგანელიძის ადგილმონაცვლე, საარჩევნო სიის მიხედვით, ედიშერ თოლორაიაა, რომელიც ამჟამად ზუგდიდის გამგებელია.

როგორც "პირWელს" კახიანმა განუცხადა, პარლამენტში დავით საგანელიძის ადგილმონაცვლის საკითხი ჯერ ცესკო-მ უნდა განიხილოს და შემდეგ კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინოს.

"რეგლამენტით გათვალისწინებული წესის მიხედვით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დაუყოვნებლივ შეისწავლის შეუთავსებლობის საკითხს, ვინაიდან პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელია სხვა თანამდებობა და თუ ეს შეუთავსებლობა დადასტურდა, ბუნებრივია, კომიტეტი მიიღებს შესაბამის დასკვნას, წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ უკვე პარლამენტი დადგენილებით შეუწყვეტს დავით საგანელიძეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას", - განაცხადა კახიანმა.

დეპუტატის თქმით, ვინაიდან დავით საგანელიძე პროპორციული სიით არჩეული პარლამენტის წევრია, ადგილმონაცვლეობის წესით გადაწყდება თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი.

"თუ საგანელიძეს შეუწყდა უფლებამოსილება, შემდგომ დაიწყება ახალი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის პროცესი. იგი არის პროპორციული სიით არჩეული პარლამენტის წევრი და ასეთ შემთხვევაში ადგოლმონაცვლეობის წესით გადაწყდება თუ ვინ იქნება მისი შემცვლელი. ჩვენ დაველოდებით ცსკო-დან შესაბამის მასალებს და გავიგებთ თუ ვინაა მიჩნეული საგანელიძის ადგილმონაცვლედ, შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამ მასალებსაც შეისწავლის და უკვე შემდგომ პარლამენტის მიერ პლენარულ სხდომაზე მოხდება ახალი წევრისათის უფლებამოსილების ცნობა. ვინაიდან დავით საგენელიძე არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, შესაბამისად მომდევნო დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდება. სიის მიხედვით, პირველ რიგში ადგილმონაცვლეობა უწევს ედიშერ თოლორაიას, ის ზუგდიდის გამგებელია და უარის თქმის შემთხვევაში, შემდგომ ვინც არის სიაში მასზე გადადის უფლებამოსილება, ესაა ვლადიმერ აჩბა, მისი უარის შემთხვევაში მომდევნოა პაატა ხიზანიაშვილი", - განუცხადა "პირWელს" კახიანმა.