საფხებურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტს საქმიანობა აუკრძალეს

საფხებურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტს საქმიანობა აუკრძალეს

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის გადაწყვეტილებით საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეზიდენტს ილია კოკაიას, გაკეთებული განცხადებების გამო ქართულ ფეხბურთში საქმიანობა აეკრძალა.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გია ფირცხალავას თქმით, კოკაია ქართული ფეხბურთიდან „მოიკვეთა“.

"რამდენიმე დღის წინ ჩატარდა ვეტერან ფეხბურთელთა კავშირის სხდომა, სადაც განხილული იყო ეს განცხადება, რომელიც ბოლო დროს გავრცელდა ილია კოკაიას მიერ. დღეს იყო განხილული ეს საკითხი და აღმასკომმა ერთსულოვნად გადაწყვიტა, რომ დაკმაყოფილდეს ეს განცხადება და კოკაიას აეკრძალოს ქართულ ფეხბურთში საქმიანობა", - აღნიშნა ფირცხალავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშრდებოდა თუ არა აღმასკომის მიერ მიღებული გადაწყევტილება კოკაიას მიერ ალექსანდრე ჩივაძისა და ფედერაციის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, ფირცხალავამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება აღმასკომმა სწორედ ამიტომ მიიღო.

"რა თქმა უნდა ამის გამო, რომ მან ასეთი განცხადება გააკეთა ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. ალექსანდრე ჩივაძის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები იყო, აღმასკომის მიმართაც და საერთოდ ფედერაციის მიმართ", - განაცხადა ფირცხალავამ.

რაც შეეხება იმას, რომ ილია კოკაია აქტიურად აკრიტიკებს ფედერაციის დღევანდელ ხელძღვანელობას, რამდენად ობიექტურია, რომ ფედერაციის კონკურეტნს აღმასკომმა ხმა დაუკარგა, ფირცხალავამ განაცხადა, რომ ზღავრი ყველაფერს აქვს.

"რა შუაშია, ვერ ვიგებ. კრიტიკას გააჩნია. ყველაფერს თავისი ზღვარი, განსაზღვრული ნორმები აქვს. ჩვენი მხრიდან ჩვენ ასე არ ვთვლით", - აღნიშნა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.