საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე დავით საგანელიძე შესაძლოა, ზვიად კვაჭანტირაძემ შეცვალოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე დავით საგანელიძე შესაძლოა, ზვიად კვაჭანტირაძემ შეცვალოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე დავით საგანელიძე შესაძლოა, დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ შეცვალოს.

პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მმართველ გუნდში მისი კანდიდატურა განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ახლო მომავალში კი, უმრავლესობაში ამ თემაზე შიდა კონსულატია გაიმართება.

ზვიად კვაჭანტირაძე მივლინებით გერმანიაში იმყოფება.

დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა.