„საპარტნიორო ფონდს“ დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს

„საპარტნიორო ფონდს“ დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს

„საპარტნიორო ფონდს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატი დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს.

იგი ახალ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.

„საპარტნიორო ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს თავმჯდომარის პოსზე, რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა, რის შემდეგაც "საპარტნიორო ფონდის" თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა.

სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა. „საპარტნიორო ფონდი" სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე შეიქმნა. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით საქართველოში ინვესტიციების წახალისება.