ჯონ მაკკეინი:   ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობის კურსი უკეთესობისკენ შეიცვლება

ჯონ მაკკეინი: ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მთავრობის კურსი უკეთესობისკენ შეიცვლება

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა კურსს "უკეთესობისკენ" შეცვლის. როგორც "უნიან.ნეტ" იტყობინება, ამის შესახებ მაკკეინმა ოდესაში , ოლქის გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაკკეინის თქმით, რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს კვლავ უხეშად არღვევს.

"შემაშფოთებელია, რომ რუსები საზღვარს ქართული სუვერენული ტერიტორიის შიგნით ყოველთვიურად სულ უფრო წევენ. ეს საქართველოს სუვერნიტეტის უხეში დარღვევაა. გარდა ამისა, შემაშფოთებელია იქ მიმდინარე სხვა მოვლენებიც, მათ შორის მედიის დევნა", - განაცხადა მაკკეინმა და იქვე დასძინა, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას განაგრძობს, რადგან ეს მთავრობა "ხალხის მიერ იყო არჩეული და დამტკიცებული".

"იმედი მაქვს, რომ სამთავრობო კურსი უკეთესობისკენ შეიცვლება", - აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.