საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც 2016 წლისთვის სამხედრო ძალების რაოდენობა უნდა განისაზღვროს .
აღნიშნულ სხდომაზე ასევე განიხილება სამხედრო აღმშენებელობასთან დაკავშირებული საკითხები, "საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წლების დოკუმენტის“ პროექტის, სამხედრო საფრთხეების ნაწილი, კერძოდ, განიხილება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები.
საბჭოს სხდომას მუდმივი წევრებიდან მხოლოდ 7 წევრი ესწრება. გადატვირთული გრაფიკის გამო, სხდომაზე არ იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ასევე, სხდომას არ ესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები ირაკლი სესიაშვილი და თედო ჯაფარიძე.
სხდომაზე მთავარი მომხსენებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელია. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი სხდომას არ ესწრება, მისი პოზიცია სამხედრო ძალების რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრთან შეჯერებულია და სხდომის ოქმი პრემიერს გადაეგზავნება, რის შემდეგაც დოკუმენტი განსახილველად პარლამენტში შევა. .