საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ დავით საგანელიძეს საპარტნიორო ფონდის დირექტორის თანამდებობაზე, სავარაუდოდ, დღეს წარადგენენ.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, საგანელიძის აღნიშნულ თანამდებობაზე წარდგენა, შესაძლოა, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოხდეს.
არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს საპარტნიორო ფონდის დირექტორის პოსტზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს.
საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა.