ეუთო-ს ეგიდით გამართული მინსკის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, კონფლიქტში ჩართული მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდნენ გამყოფი ხაზიდან 100 მილიმეტრამდე კალიბრის შეიარაღების გაყვანასა და ადგილობრივი არჩევნების ჩატარების საკითხზე.
როგორც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარტინ საიდიკმა განაცხადა, დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების ხელმძღვანელობას ოფიციალურ კვიევთან კომპრომისის მოძებნა არ სურს. საიდიკის ინფორმაციით, მხარეები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს მომავალ კვირას გამართავენ.