უნგრეთის პარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს, კონტინენტი და მისი მოსახლეობა არალეგალური მიგრაციისგან დაიცვას. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის ლიდერებისამი რეზოლუციის ტექსტში , რომელიც ქვეყნის პარლამენტმა დღეს მიიღო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარლამენტარები ევროკავშირის ხელმძღვანელობას სამიგრაციო კრიზისის ესკალაციაში ადანაშაულებენ.
"არალეგალური მიგრაციის ტალღა მთელს ევროპას აფეთქებით ემუქრება, ადამიანები ბრიუსელის უპასუხისმგებლობის გამო იღუპებიან", - მიაჩნიათ უნგრეთის პარლამენტში.
ამავე რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნები, რომლებმაც ძლივს გადალახეს ეკონომიკური კრიზისის შედეგები, საკუთარ თავს ვერ მისცემენ უფლებას, ბრიუსელის გაუაზრებელი პოლიტიკის გამო ახალი დანაკარგები ჰქონდეთ.
უნგრელი პარლამენტარების განცხადებით, ქვეყანა არ დაუშვებს, რომ არალეგალმა მიგრანტებმა შრომის ბაზარს და ქვეყნის სოციალურ უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნან.