საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი გამოავლინა, რომელმაც თბილისში, რიყის პარკში რონალდ რეიგანის ძეგლი თეთრად შეღება.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც ზარალის ოდენობას დაადგენს.