გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრებმა გელა გრიშენკომ, 0.25 ჰა. რქაწითელის ჯიშის ვაზი გაჩეხა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ვენახი გრიშენკოს არ ეკუთვნოდა.
არსებული ინფორმაციით, გრიშენკოს დედა კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გრიშენკოს დედა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერია და ვენახის გაჩეხვა აჟიოტაჟის გამოწვევას ემსახურება.
გელა გრუიშენკოს დედა, ნუნუ გრიშენკო აქტიურად მონაწილეობდა კახეთში გამართულ საპროტესტო აქციებში. ის ასევე პარლამენტში, გურჯაანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად იმყოფებოდა, ერთ-ერთ საკომიტეტო მოსმენაზე. ის ასევე მონაწილეობდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გადაცემა "არჩევანში", რომელიც კახეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეძღვნებოდა.