ლარი დოლართან მიმართებაში თითქმის 5 პუნქტით, ევროსთან 8 პუნქტით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 23 სექტემბრისთვის, უცხო ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოფიციალური კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის შეძენა 2.4086 ლარად იქნება შესაძლებელი. 1 ევრო კი 2.6880 ლარი ეღირება.