"გიგი უგულავას საქმეზე კრიტიკა, ალბათ, პირველ რიგში სასამართლოს ეკუთვნის"

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას საქმის გამო, მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის შეცვლას გამორიცხავს.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ამ საქმეზე პირველ რიგში კრიტიკას სასამართლო იმსახურებს, რომელმაც პროცესი 9 და მეტი თვის განმავლობაში ვერ დაასრულა.

„გიგი უგულავას საქმეზე, ვგულისხმობ სისხლის სამართლის საქმეს, თუ ვინმეს ცვლილებაა საჭირო, ეს კრიტიკა, ალბათ, პირველ რიგში სასამართლოს ეკუთვნის. სასამართლოს, რომელმაც 9 და მეტი თვის განმავლობაში ის ვერ მოახერხა, რომ სხდომა დაესრულებინა. სწრაფი მართლმსაჯულება მოსამართლის ხელშია. აქ ვერც პროკურორს დავადანაშაულებთ და ვერც ადვოკატს“, - აღნიშნა მინისტრმა.