რადიკალური დაჯგუფება "თალიბანი" ავღანეთის მთავრობასთან ომს იქამდე არ შეწყვეტს, სანამ ქვეყანას უცხოელი სამხედროები არ დატოვებენ.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, შესაბამისი განცხადება "თალიბანის" ლიდერის, მულა მანსურის სახელით გავრცელდა.
"თუ ქაბულის ადმინისტრაციას ომის დასრულება და ქვეყანაში მშვიდობის დამყარება სურს, მაშინ ოკუპაცია უნდა შეწყვიტოს და დამპყრობელთან ყველა სამხედრო შეთანხმება გააუქმოს", - ნათქვამია განცხადებაში.