ნატო უკრაინის აღმოსავლეთში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"ეს ყალბი არჩევნები იქნება და მათ ალიანსის არც ერთი წევრი სახელმწიფო არ აღიარებს", - განაცხადა სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა, ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფი სეპარატისტები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არჩევნების ჩატარებას 18 ოქტომბერს, ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკა კი - 1 ნოემბერს გეგმავენ.