უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა ალიანსში გასაწევრიანებლად ჯერჯერობით მზად არ არის.
როგორც "ლიგა.ნეტ" იტყობინება, ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ნატო-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მზად არის თუ არა ახლა უკრაინა, გახდეს ნატო-ს წევრი? პასუხი ძალიან მარტივია, არა. ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს", - განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, ნატო-ს კარი უკრაინისთვის 2008 წელს გაიხსნა, როცა ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე შესაბამისი განცხადება გაკეთდა.