პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი თანმხდებიან, რომ ლარის კურსი დღეს უკვე პიკშია და მან საშუალოვადიან პერსპექტივაში დასტაბილურება უნდ დაიწყოს.
პრემიერმა ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც ის ეკონომიკური გუნდის მინისტრებს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.
“მე დღეს მოვისმინე, როგორც ეროვნული ბანკის ასევე ფინანსთა სამინისტროს პროგნოზები, მათი ხედვები, ორივეს პოზიცია არის ერთი და იგივე, მაკროეკონომიკურ პროგნოზებთან დაკავშირებით. ისინი თანხმდებიან, რომ ლარის კურსი დღეს პიკშია, როგორც ეროვნული ბანკის, ასევე ფინანსთა სამინისტროს პროგნოზებით ლარის დასტაბილურება უნდა დაიწყოს საშუალოვადაინ პერსპექტივაში“, -განაცხადა ღარიბაშვილმა
პრემიერის თქმით, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს მჭიდრო კოორდინაცია აქვთ. პროცესებში ჩართულია მისი ადმინისტრაციაც.
„ასე რომ საზოაგადოებას მინდა მოვუწოდო, ყველას, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული ახლა მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ და აღარ ავყვეთ აჟიოტაჟს და ემოციებს. პროცესებს ეროვნულ ბანკთან ერთად ვმართავთ და უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სიტუაციის დარეგულირება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე განმარტებით, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო თანმხდებიან რომ ისინი, მათ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ და სიტუაციას მაქსიმალურად გააკონტროლებენ.
„თუ საჭირო გახდა რეზერვების გამოყენებაც შეიძლება. ასევე ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იქნება ბიუჯეტის გადახედვა. ასე, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.