პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური გუნდის მინისტრებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდება

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკური გუნდის მინისტრებსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ხვდება

პრემეირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან სამუშაო შეხვედრას მართავს.

შეხვედრას ასევე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და ეკონომიკურ საბჭოს მდივანი გიორგი გახარია ესწრებიან. შეხვედრის დაწყების წინ არც მინისტრებსა და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი თემა ლარის კურსის ამჟამინდელი მდგომარეობაა.